20 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
გაფლანგული მილიონები ფოთში - სასამართლომ საჯარო მოხელეებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

აღკვეთის ღონისძიების სახით ფოთის ყოფილ მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ პატიმრობა შეუაფარდა. ბრალდების მოთხოვნა ამ ნაწილში მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ირაკლი კაკულიასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, პატიმრობა შეეფარდა ფოთის მერიის კულტურის სამსახურის მოქმედ უფროსს ნიკოლოზ გრიგოლიასაც და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს: ინფრასტრუქტურის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს ზურაბ ყურუასა და ყოფილ ვიცე-მერს ლევან ჩოჩიას.

დაკავებული მოქმედი და ყოფილი 4 მაღალჩინოსნიდან ბრალს არც ერთი აღიარებს. 

ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ სხვა 3 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება კაკულიას მერობის დროს, 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმებულ 2 ხელშეკრულებას, რომელიც  მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელები დოკუმენტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობებს აყალებებდნენ და ასეთი გზით ითვისებდნენ სახელმწიფოს თანხებს, საუბარია  დაახლოებით ნახევარ მილიონზე.

გამოძიების ინფორმაციით, ფოთის მერიის თანამშრომლები კომპანიების ხელმძღვანელებს ხელს უწყობდნენ თანხების თაღლითურ მითვისებაში და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ფოთის მერიის ხელმძღვანელმა პირმა 170 000 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო.

ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 7 ადამიანს აქვს წაყენებული. მათ შორის არიან ყოფილი საჯარო მოხელეები, ექსპერტები და კერძო კომპანიების წამომადგენლები, რომლებმაც ტენდერებში გაიმარჯვეს. 

სასამართლომ დღეს მათი აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელა და ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შვიდივე დაკავებულს გირაო შეეფარდა.

მეორე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "ანსტროი ელტედე 2016"-ის დირექტორი გიორგი ჟვანია ბრალს სრულად აღაირებს, კომპანია "პირამიდას" წარმომადეგნელი კი ნაწლობრივ.

ირკალი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებული 3 პირის წინააღმდეგ გამოძიება სისხლი სამაართლის კოდექსის 6 მუხლით მიმდიანრეოსბ.

ბრალის დამტკიცების შემთხევავში დანაშუალი 11-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამძიებო სასმახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და უახლოეს პერიოდში  სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. თუმცა ვისი, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.

 

დღის ამბები