19 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის პრივატულ გავრცელებას - "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითი გუნდის ექსკლუზიური ვიდეომიმართვა "კურიერში" 

"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის პირველი ექსკლუზიური განცხადება საპრემიერო ჩვენებების შემდეგ. 

"კურიერისთვის" ექსკლუზიურად მიწოდებულ ვიდეო-მიმართვაში საპროდიუსერო გუნდი სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, განხორციელდა კიბერშეტევა და ინტერნეტსივრცეში ფილმის სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავტორიზაციის გარეშე გაავრცელეს. ​

ვიდეო-მიმართვაში ფილმის რეჟისორი ლევან აკინი და მსახიობი ლევან გელბახიანი აცხადებენ, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს და სავარაუდოდ, ხვალ ფინანსთა სამინისტრო მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. 

იმავე ვიდეო-მიმართვაში ფილმის რეჟისორი ლევან აკინი და მსახიობი ლევან გელბახიანი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ფილმის პრივატული გავრცელებისგან, რადგან ეს საფესტივალო კამპანიას ხელს შეუშლის.

"ინტერნეტში ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც მოპოვებულია პრივატულად. აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და დაწყებულია გამოძიება. გთხოვთ ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის პრივატულ გავრცელებას. ბმულის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ წაშალეთ და დაარეპორტეთ. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული, არამედ მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას და ამცირებს შანსს ოსკარზე ნომინირებაზე. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის," - აცხადებს საპროდიუსერო ჯგუფი მიმართავაში.

დღის ამბები