2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და საპენსიო სააგენტოს 6 თვიანი საქმიანობის ანგარიში - დეპუტატები დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შეიკრიბებიან.
ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უკვე მერვე წელია ხელისუფლება არარაციონალურად იყენებს ბიუჯეტს, რაც ლარის გაუფასურებას და ქვეყნის გაღარიბებას იწვევს.
"უკვე მერვე წელი იწყება, რაც ვუყურებთ "ქართული ოცნების" მიერ ბიუჯეტის უყაირათოდ ფლანგვას და ხალხის ხარჯზე ცხოვრებას. ეს განაპირობებს საბოლოო ჯამში იმას, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ფასები იზრდება და ქვეყანა ღარიბდება," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.