19 აპრილი 2024,   00:02
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის მასივი იწვის - ცეცხლი 10 ჰექტარზეა გავრცელებული

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალმთიან რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს სოფელ პსხუში უკიდია.

ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ავიაცია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართონ. 

დღის ამბები