25 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
14 წლიანი მმართველობის შემდეგ ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა.

თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ.

ისინი მორალესს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. გადადგომამდე ევო მორალესმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა დააანონსა.

დღის ამბები