25 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
 მეუფე პეტრესთან შეხვედრას ნინო ბურჯანაძეც ადასტურებს

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ "კურიერთან" გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ბურჯანაძემ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ ის მართლაც შეხვდა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს, თუმცა საუბარი პოლიტიკასა და რუსეთთან თანამშრომლობას არ შეხებია.

"არანაირი ლაპარაკი ღია ან ფარულ მხარდაჭერაზე და მით უმეტეს პუტინთან მოლაპარაკებებზე არ ყოფილა. ასეთი ღია მხარდაჭერა რომ ყოფილიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საპატრიარქოსაც და სხვა მეუფეებსაც მაშინ დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია, ნამდვილად უკეთესი იქნებოდა საქართველოსთვის," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრე ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.

დღის ამბები