17 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
თურქეთი ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლების სამშობლოში დაბრუნებას იწყებს

თურქეთი ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლების რეპატრიაციის პროცესს იწყებს. ანკარამ ამერიკის მოქალაქე დაეშის მებრძოლები სამშობლოში უკვე დააბრუნა, ხოლო ახლა დეპორტაციისთვის გერმანიის 7 და საფრანგეთის 11 მოქალაქეს ამზადებს.

თურქეთის ციხეებში სულ 1200 ასეთი პატიმარია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაეშის მებრძოლებს თავიანთ სამშობლოში იმ შემთხვევაშიც გააგზავნიან, თუ მათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ. ანკარა სირიაში დაკავებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დეპორტაციასაც გეგმავს. 

დღის ამბები