09 დეკემბერი 2019,   12:03
ვრცლად
თურქეთში ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" დამაარსებელი გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში "თეთრი ჩაფხუტების" დამაარსებელი ჯეიმს ლე მესურიე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი პოლიციამ სტამბოლში საკუთარ სახლთან აღმოაჩინა. არსებობს ვერსია, რომ ის აივნიდან გადმოვარდა.

გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს. როგორც გაზეთი "ინდიფენდენტი" წერს, მისი გარდაცვალება რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან მესურიეს ჯაშუშობაში დადანაშაულებას საეჭვოდ დაემთხვა.

ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტები" საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას ცდილობს. 

დღის ამბები