20 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
ეს კადრები მთელმა "ქართულმა ოცნებამ" ნახა, მაგრამ არავინ დასჯილა - ბარამიძე ფარული კადრების გავრცელებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ბარამიძე ფარული კადრების გავრცელების საქმეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"ფაქტობრივად, მათ მიერვე ჩადენილი დანაშაული, ვგულისხმობ კადრების გავრცელებას, ცდილობენ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დასასჯელად გამოიყენონ. რეალურად ვიცით, რომ ეს კადრები ნანახი აქვს ნახევარ თუ მთლიანად არა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას და სადეპუტატო კორპუსს და იმათ არავინ სთხოვს პასუხს. უფრო მეტიც, არავინ სთხოვს პასუხს, მართლაც ვინ გადაიღო და მართლაც ვინ გაავრცელა ეს კადრები,"- განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დღეს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 20 ბრალდებულს ვიდეოების მოპოვება-გავრცელება-შენახვას ედავებიან. საქმის განხილვა 2019 წლის 6 დეკემბრამდე გადაიდო.

პერსონალური მონაცემებისა და პირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით 20 პირი 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ამ ეტაპისთვის, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები