09 დეკემბერი 2019,   12:01
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს, რაც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პრიორიტეტები ამ თავმჯდომარეობასთან მიმართებაში, რომელიც დამყარებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს აქვს შემდეგი 6 თვის განმავლობაში. როდესაც საქართველო იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ის დღის წესრიგი და ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაშია განხორციელებული გავაცნოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები