სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს.
როგორც სუსში "რუსთავი 2"-ს უთხრეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.