25 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი კონსერვატორიაში - ექსპერიმენტული მუსიკალური წარმოდგენა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში 13 ნოემბერს ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზი შედგება. გიორგი ცაგარელი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრის სიმებიან შემადგენლობას უხელმძღვანელებს.

მომავლის მუსიკა ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად გაჟღერდება და მას პირველად ალტისტი გიორგი ცაგარელი უხელმძღვანელებს. 

ნიკა მაჩიძის აუდიო-ვიდეო დიზაინი და კონცერტის კონცეფცია ორი მიმდინარეობის თუმცა ერთი საწყისის მქონე მუსიკის ჰარმონიაზე გვიამბობს. 

მე-20 საუკუნის დიდი ავტორების ნაწარმოებების გარდა ორკესტრი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკასაც შესარულებს.

საინტერესო და ექსპერიმენტულ მუსიკალურ წარმოდგენას სპეციალური სტუმარიც ეყოლება. კაია კატა დანარჩენ არტისტებთან ერთად თანამედროვე და კლასიკურ მუსიკას გააერთიანებს.

დღის ამბები