20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
24 წლის გარდაცვლილის ოჯახს მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს ეუბნება - მიზეზი "ბიბლიური თავისუფლების" წევრობაა 

ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს - 
ამის მიზეზად კი შაკო ბარამიძის "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარობა სახელდება.

წესის აგებაზე უარის გამო 5 ნოემბერს, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ დაუკრძალავთ - ოჯახს კიდევ აქვს იმედი, რომ ნახავს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც გარდაცვლილს წესს აუგებს.

"ყველა იმ მართლმადიდებლური სასულიერო პირისგან, რომელთაც მათ მიმართეს - უარი მიიღეს, რადგან ეს ადამიანი იყო "ბიბლიური თავისუფლების" წევრი," - განაცხადა "ბიბლიური თავისუფლების" მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ.

"ბიბლიური თავისუფლება" "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა.

დღის ამბები