06 დეკემბერი 2019,   04:09
ვრცლად
ვანო ზარდიაშვილი დეპუტატი დღეიდან ოფიციალურად აღარ იქნება

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი დღეიდან ოფიციალურად შეუწყდება. კანონმდებლები შესაბამის გადაწყვეტილებას დღევანდელ სესიაზე დაამტკიცებენ. 

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატობაზე უარი საკუთარი სურვილით მას შემდეგ თქვა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემურ გოცირიძე იქნება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კერძო სექტორიდან აპირებს გადანაცვლებას.

"მისი ადგილმონაცვლე იქნება სიით მომდევნო კანდიდატი. ამ შემთხვევაში ირაკლი ზარქუამ, როგორც მოგეხსენებათ, უარი თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და მას შემდეგ უკვე ჩვენი პროპორციული სიით მოდის თემურ გოცირიძე," - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათაშვილმა.

დღის ამბები