25 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების გამო საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია დღეს პარლამენტის სესიაზეც მოითხოვს  

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება და საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა - ეს მთავარი თემები განიხილება პარლამენტის დღევანდელ სესიაზე. 

ოპოზიციის განცხადებით, სწორდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსამართლეების არჩევის საკითხს წამოწევენ. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არაადეკვატურია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, ის სკანდალური განცხადება, რომელიც  მეუფე იაკობმა გააკეთა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სერიოზული დანაშაულის ჩადენის ფაქტია, რომელსაც ხელისუფლება  არ იძიებს. ბარამიძის თქმითვე, ისინი ვალდებულები არიან დააყენონ საკითხი და მოითხოვონ სიმართლის დადგენა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი კვლავაც აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნას საჭიროდ არ თვლის. 

დღის ამბები