23 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
მთავრობის მიერ წარდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციისთვის კვლავ მიუღებელია

მთავრობის მიერ მცირედით შეცვლილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ხელმეორე განხილვა  იწყება პარლამენტში. საკითხზე მსჯელობას დეპუტატები დღეს ფინანსთა კომიტეტში აპირებენ.

ოპოზიცია ფინანსურ დოკუმენტს მიუღებლად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ უმრავლესობაში.

მომავალი წლის ბიუჯეტი წლის ბოლომდე უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. 

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრიზურაბ ჭიაბერაშვილი ბიუჯეტის პროექტს უყაირათოდ დაგეგმილს უწოდებს. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაბალ ეკონომიკურ ზრდას, ლარის სისუსტეს და ფასების ზრდას გამოიწვევს.

"სწორედ ასეთი ბიუჯეტი, რომელიც გამოხატავს "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ხდება საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების გამაღარიბებელი," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ფასების ზრდაში და სხვა პრობლემებში სწორედ არასწორად შედგენილი ბიუჯეტია დამნაშავე.

"ბიუჯეტი, სადაც უზარმაზარი საშინაო ვალებია აღებული ხარჯების დასაფარავად, როგორც წესი უშედეგოა და მთლიანობაში ეს ბიუჯეტი არის დამნაშავე, თუ შეიძლება დამნაშავე უწოდო ბიუჯეტს იმაში, რომ დღეს ფასები იზრდება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები