16 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
საარჩევნო სისტემის ცვლილება 2020 წლის არჩევნებისთვის - დეპუტატები დღეს ორ ვარიანტს უყრიან კენჭს

დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილების ორ ვარიანტს კენჭი დღეს უნდა უყარონ.

საუბარია უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტებზე. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, 3%-იანი ბარიერი და ბლოკების არსებობა ქვეყნის მმართველობას უფრო სტაბილურს გახდის.

"ქართული ოცნება" კი საკუთარი ვერსიის უპირატესობაზე საუბრობს. უმრავლესობისგან განსხვავებით ოპოზიცია მზად არის პოლიტიკური ოპონენტის ვარიანტსაც დაუჭიროს მხარი და ამ ფაქტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობით ხსნის.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, წარმოდგენილ ცვლილებებში არის გარკვეული ელემენტები, რომელიც მიაჩნია, რომ სხვაგვარად უკეთესი იქნებოდა, მაგალითად ნულოვანი ბარიერი და ბლოკები, თუმცა ცვლილებებს ხმას მისცემს, რადგან ეს საბოლოო ჯამში სარჩევნო გარემოსთვის სასიკეთოა.

 

დღის ამბები