18 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მესამე სექტორი მხარს უჭერს

სახალხო დამცველის მოთხოვნას - არაკონსტიტუცურად გამოცხადდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი, სამოქალაქო სექტორიც მხარს უჭერს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციბის წარმომადგენლები აცხადებენ, ომბუდსმენის გადაწყვეტილება, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ლეგიტიმური და დროულია.

მათივე შეფასებით, არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ უნდა დაუჭირონ. თუმცა იმედი, რომ ომბუდსმენის ეს ინიციატივა მოსამართლეების დამტკიცების პროცესს შეაფერხებს ნაკლებად აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის რატი გვილავას თქმით, საბჭოს ეტაპზე არსებული მნიშვნელოვანი დარღვევები გამოწვეული იყო იმით, რომ კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და კლანის წევრები არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ.

"საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს არც ჩვენ და არც კანდიდატებს, ვისაც უარი ეთქვათ, რატომ აირჩიეს ერთი და არა მეორე," - აცხადებს რატი გვილავა.

დღის ამბები