23 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
"ფლანგვის დეტექტორი" კორუფციულ ტენდერებზე საუბრობს - რა კავშირი აქვს სპორტის ყოფილ მინისტრს 18 მილიონიან ტენდერებთან

ორი ტენდერი ორ თვეში, 18 მილიონი ლარი და ეჭვები კორუფციაზე - ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ავტომანქანების შესასყიდად მთავრობის მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერში კომპანია "ფრანს ავტომ" გაიმარჯვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, კომპანიის დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა ავთანდილ ხეჩიკაშვილია  - სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ისინი წარმატებულ ტენდერებსაც.

"საინტერესოა, რომ ამ კუთხით სწორედ ეს კომპანია იმარჯვებს. ბუნებრივია ჩნდება გარკვეული ეჭვები კორუფციული რისკების შესახებ," – აცხადებს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი სალომე კვირიკაშვილი.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ "რენოს" ცენტრში და ამტკიცებენ, რომ ავთანდილ ხეჩიკაშვილს ისინი არც კი იცნობენ. ტენდერის მოგებას კი ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონიერად მოხდა.

"არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ფლანგვის დეტექტორის განცხადება აბსურდულია," - განაცხადა "ფრანს ავტოს" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფალიანმა.

დღის ამბები