24 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
ვარკეთილში მოსახლეობა სკვერში კორპუსის აშენებას აპროტესტებს და მერთან შეხვედრას ითხოვს

ვარკეთილში ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები სამშენებლო კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა უკანონოა და თბილისის მერიისგან ინვესტორისთვის აღნიშნული ადგილის სანაცვლოდ სხვა ტერიტორიის შეთავაზებას ითხოვენ.

მოთხოვნათა შორის არის კახი კალაძესთან პირისპირ შეხვედრაც. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონიერად ხდება და მშენებლობის დაწყება გათვალისწინებულია არა სკვერში, არამედ მხოლოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღის ამბები