06 დეკემბერი 2019,   04:08
ვრცლად
შეტაკებები ახლო აღმოსავლეთში - მსხვერპლი პალესტინელების ლტოლვილთა ბანაკში

ისრაელის სამხედრო მოსამსახურემ 22 წლის პალესტინელი მოკლა. შემთხვევა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე ლტოლვილთა ბანაკში მოხდა.

ისრაელის მხარის განცხადებით, პალესტინელები სამხედროებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, რის გამოც სამხედროებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები