დიდთოვლობაა ჩიკაგოში. უამინდობის გამო გადაკეტილია გზები და შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობა.
ჩიკაგოს აეროპორტში ინციდენტიც მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი მოყინულ დასაფრენ ზოლზე მოცურდა და გზიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობის გამო 1000-ზე მეტი ავიარეისია გადადებული. თოვლის საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრს აღწევს.