25 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ეს ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯარის გამო აიღო საბუთი - გარდაცვლილი ახალგაზრდის მეზობლები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის მეზობლები, რომლის წესის აგებაზეც მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს, უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამის გამო დაკრძალვის დღემ გადაიწია. გარდაცვლილის მეზობლებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდას წესს მართლმადიდებლური წესით აუგებენ და ეს პრობლემა მოგვარდება. 

"ეს პრობლემა გადაწყდება 40 დღის განმავლობაში, მეუფესთან იყვნენ, ყველაფერი მოგვარებადია. ეს ოჯახი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და არავითარი საწინააღმდეგო ეკლესიის მიმართ მაგათ არ გააჩნიათ. ეს იყო ჯარის დატოვების მხრივ გაკეთებული, აიღეს უბრალოდ საბუთი, რომ ბავშვი დარჩენილიყო ჯარიდან. მეუფემ რატომ უთხრა უარი ახლა, ეს სინოდმა უნდა განიხილოს, არ არის ჯერ ამის კანონი შემოსული," - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შეგახსენებთ, 5 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავრად ირიცხებოდა.

"ბიბლიური თავისუფლება" პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას.

ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად შეიქმნა. მოგვიანებით "ბიბლიურმა თავისუფლებამ" გასცა ცნობა, რომ ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და ის აღარ ირიცხებოდა ამ კონკრეტული ეკლესიის მღვდელმსახურად, მიუხედავად ამისა, ოჯახს წესის აგებაზე მაინც უარი უთხრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები