ევო მორალესმა ბოლივია დატოვა. ქვეყნის ექსპრეზიდენტს პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკამ შესთავაზა.
მორალესმა გადადგომის შესახებ კვირას სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რასაც ქუჩებში მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოჰყვა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ბოლივიაში საფრთხე დაემუქრა. მორალესი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას მეტი ძალითა და ენერგიით აპირებს.