20 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის პლენარული სხდომის შესვენებისას სადეპუტატო ოთახში ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვითმხილველი დეპუტატების ინფორმაციით, ურთიერთობა მათ შორის იმდენად დაიძაბა, რომ დეპუტატებს შორის გასაშველებლად "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ჩადგა.

ფიზიკური დაპირისპირების სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, ინციდენტი  სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის ურთიერთბრალდებებს მოჰყვა.

დღის ამბები