20 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ბიჭი დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ ისე დაკრძალეს, რომ მას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა.

საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

მართალია "გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.

დღის ამბები