25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დიმიტრი მედოევი რეგიონული პარლამენტის დეპუტატის  გუნარ ლინდემანის მიწვევით ჩავიდა და სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო. მათ შორის ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავს.

ამავე ინფორმაციით, სეპარატისტი მინისტრი პოლიტიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ვიზიტის ამსახველი ფოტოები მედოევმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დიმიტრი მედოევს, რომელიც ავსტრიაში სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის სემინარზე დასწრებას აპირებდა, ავსტრიამ უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა.

დღის ამბები