20 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
თურქეთმა შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვიტოს

ანკარამ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყვიტოს, თუ ევროკავშირი კვიპროსის გამო სანქციებით დამუქრებას გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აშშ-ში გაფრენამდე, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ამ რეგიონში ჩვენ გვაქვს გარანტი ქვეყნის უფლებები, ეს უფლებები გვაქვს ეკონომიკურ ზონაშიც. ქვეყნები, რომლებსაც ასეთი უფლებები არ გააჩნიათ, მოდიან და ატარებენ სამუშაოებს, ჩვენ კი, გვეუბნებიან რომ არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციებს დაგვიწესებენ. თქვენ ისედაც დროს აჭიანურებთ, სანქციებით გვემუქრებით, ბევრჯერ მოგვეცით დაპირება, მაგრამ არ შეასრულეთ. ის, რომ ჩვენ თქვენთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე ვსხედვართ, არაფერს გვავალდებულებს. მოლაპარაკებები შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს," - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთმა  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოაწერა, 1987 წელს კი განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა მოლაპარაკებები წევრობაზე მხოლოდ 2005 წელს დაიწყო და უთანხმოების გამო არაერთხელ შეჩერდა.

დღის ამბები