09 დეკემბერი 2019,   11:05
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა ბლოკებით და ბარიერით - პარლამენტმა ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც  2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკების და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, მხარი არ დაუჭირა.

32 მომხრე, 55 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კანონპროექტზე კენჭისყრა. კანონპროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. რადენიმე საათში იგეგმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრა.

კანონპროექტს მაღალი მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.  ოპოზიცია თანახმაა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

დღის ამბები