09 დეკემბერი 2019,   11:11
ვრცლად
მოლდოვაში მთავრობა გადააყენეს

მოლდოვაში მთავრობა გადააყენეს. პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს გუნდს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის გადაყენების მიზეზი კანონპროექტი გახდა, რომლის თანახმადაც პრემიერს ქვეყნის მთავარი პროკურორის დანიშვნა ერთპიროვნულად შეუძლია.

პარლამენტში განხილვა ქუჩაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მაია სანდუს მთავრობამ მხოლოდ 5 თვე იმუშავა. 2019 წელს მოლდოვაში, პოლიტიკური კრიზისის დროს, პროევროპულმა ალიანსმა დოდონის სოციალისტურ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია და კოალიციური მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდა.  

დღის ამბები