09 დეკემბერი 2019,   12:13
ვრცლად
საბურთალოზე ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა - მიკროავტობუსი ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა

თბილისში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. კერძო მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი, დაზიანებები მიიღო მგზავრმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები