ვენეციაში წყალდიდობაა - გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, დატბორილია სან-მარკოს მოედანი.
ვენეციაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, დაიხურა კაფეები და მაღაზიები.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც იტალიაში უამინდობაა. ძლიერი წვიმების გამო, ვენეციაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან.