17 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
"მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს პროპორციული სისტემის გაუქმებას... ქვეყანა დადგება ქაოსის წინაშე" - ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მცირე ჯგუფთან კომპრომისზე წავიდა, რამაც შეიძლება მომავალში ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიოს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ამ ცვლილებით იკარგებიან როგორც ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის შუამავალი პირები, ასევე იქმნება საფრთხე, რომ მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდეს:

"თქვენ წახვედით კომპრომისზე, შეეცადეთ ყველაფერი დაეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში,პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც დამკვიდრებულიყო. მცირე ჯგუფმა არასამთავრობოებისა და საზოგადოებისამ შექმნა მოლოდინი, თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს პროპორციული სისტემის გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში 3-თვიანი არეულობა და თქვენ არაფერი არ გაეცით, თქვენ წაგართვეს და წაგართვეს ის რომ ქვეყანა ამ წართმევით ქვეყანა აუცილებლად დადგება ქაოსის წინაშე. ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, მით უმეტეს ამით ხელი ეწყობა დესტრუქციულ ძალას,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები