20 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
2 შვილის დედა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს - 35 წლის ქალი არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას სექსუალური ძალადობის მუქარით აიძულებდა

35 წლის ქალი პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დედა 12 და 13 წლის ბავშვებს, მოწყალების შეგროვებას აიძულებდა და საკუთარ შვილებს, სექსუალური ძალადობითა და ფიზიკური ანგარისშსწორებით ემუქრებოდა. ბრალდებული დედა ქალთა კოლონიაშია, ბავშვები კი სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.  

დაკავებულის დედა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოზარდები ქუჩაში ვაჭრობდნენ და ოჯახმა ეს იცოდა. რაც შეეხება მუქარას ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით, ბებია მოზარდებზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს, მაგრამ ამბობს, რომ უთანხმოება დედასა და შვილებს შორის ზოგჯერ მაინც ხდებოდა.

ის, რომ ბავშვები ფიზიკურად შრომობდნენ, ამას მეზობლებიც ადასტურებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვები მოწყალებას პეკინის გამზირზე ითხოვდნენ. ბუკიას ბაღში მოვაჭრეები ოჯახს კარგად იცნობენ და ისიც იციან, რომ დედა პოლიციამ დააკავა.  

35 წლის ქალს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება ირწმუნება, რომ მტკიცებულებებიც აქვს. ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა, რომელშიც ბავშვების სისტემატური ექსპლუატაცია დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არასრულწლოვნების პრობლემებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ საქართველოში 1300-დე მიუსაფარი ბავშვია, ეს მხოლოდ იმ არასრულწლოვანთა რაოდენობაა, რომლებიც აღრიცხულები არიან. მათი 90 პროცენტი ქუჩაში ან მუშაობს ან მოწყალებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 171-ე მუხლით, რაც ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში არასრულწლოვნის ჩაბმას გულისხმობს, 2018 წელს გამოძიება 11-ტ, 2019 წელს კი 5 ფაქტზე დაიწყო. 143-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობის ანუ ტრეფიკინგს გულისხმობს, გამოძიება 2018 წელს 7 -დ 2019 -ში კი 5-თ საქმეზე დაიწყო.

დღის ამბები