10 დეკემბერი 2019,   01:21
ვრცლად
"არ გაბედო" - პარლამენტის სესია დღეს აქციის ფონზე ჩაივლის

პარლამენტის სესია აქციის ფონზე ჩაივლის. "არ გაბედო" - ამ სლოგანით შეკრებას აქტივისტები რუსთაველის გამზირზე 12 საათიდან აპირებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება რეალური საფრთხის წინაშე დგას და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ინიციატივის ჩაშლა ვერ შეძლოს.

"სირცხვილია" აანონსებს აქციებს, მანამ, სანამ პროპორციული არჩევნები საბოლოოდ არ დაკანონდება საქართველოში," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება საკუთარ დანაპირებს არ ასრულებს.

"საქართველოს პარლამენტის წევრებს, ადამიანებს ვისაც ჩვენ ვუხდით ხელფასს იმაში, რომ მიიღონ ჩვენთვის სასარგებლო კანონები და ჩვენთვის სასარგებლო პოლიტიკა გაატარონ, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ არ გაბედონ, გონებაში არც კი გაიფიქრონ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდება," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ განცხადება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.

დღის ამბები