07 დეკემბერი 2019,   18:24
ვრცლად
მაჟორიტარების ბუნტის ილუზია სისულელეა - ოპოზიცია საარჩევნო ცვლილების მოსალოდნელ ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს

წინააღმდეგობას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, უმრავლესობის წევრებიდანვე შეხვდა, პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, ივანიშვილი ან შეასრულებს საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას, ან მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს:

"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მასკარადი და თუ უმრავლესობა გაბედავს და მათ მიერვე ინიცირებულ პროექტს ჩააგდებს, ე.ი ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, ყველანაირი ილუზია, რომ აქ რაღაც მაჟორიტარების ბუნტი ხდება და ვიღაც ადამიანები ეწინააღმდეგებიან არის სრული სისულელე, ამიტომ ივანიშვილს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, ის ან შეასრულებს პირობას, რომელიც მისცა საზოგადოებას, ან მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები