19 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან - არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნდეს 

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელდოებიან. ივანე მაჭავარიანი დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. დიდი ალბათობით, ბიუჯეტის პროექტი მთავრობას შენიშვნებით კიდევ ერთხელ დაუბრუნდება უკან.

ოპოზიცია ფინანსურ დოკუმენტს მიუღებლად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი პროექტი ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"ბიუჯეტი არის ძალიან ბევრი რისკის შემცველი, მათ შორის მრავალი უსარგებლო ხარჯია, დიდია დეფიციტი, შიდა ვალი იზრდება. ყოველივე ეს ხელს არ შეუწყობს ლარის სტაბილურობასა და ფასების სტაბილურობას," - აცხადებს რომან გოცირიძე.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ მთელი თავისი მმართველობის პერიოდში, ქართულმა ოცნებამ ვერ გაიგო, რამდენად ვნებს ქვეყანას ხალხის ფულის ფლანგვა.

"ევროპული საქართველო" ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, იმიტომ რომ ის გახდება კიდევ უფრო გაღარიბების, ფასების კიდევ უფრო ზრდის და უმუშევრობის კიდევ უფრო გამწვავების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობა კი იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში მათი შენიშვნები აისახება.

„ბიუჯეტი შემოიტანეს უცვლელად, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა ძალაში დატოვა ყველა ის წინადადება, შენიშვნა რაც იყო პირველადი განხილვის დროს. რეკომენდაციები იქნება გამეორებული სესიაზე მინისტრის თანდასწრებით, რაც გვქონდა ჩვენ აქამდე. აქედან გამომდინარე, იქნება კითხვები მინისტრის მიმართ, შენიშვნები და ველოდები ადეკვატურ პასუხებს“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მომავალი წლის ბიუჯეტი, კანონმდებლებმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.

დღის ამბები