18 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
ხელისმომწერი დეპუტატები მათ მიერვე ინიცირებულ კანონზე ახლა სვამენ კითხვებს - ეკა ბესელია

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უნიჭოდ შესრულებულ გზავნილს უწოდებს. მისი თქმით, ის დეპუტატები, რომლებმაც თავის დროზე კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს და ახლა თავადვე ეწინააღმდეგებიან ამ კანონს, საკუთარ მანდატს შეურაცხყოფენ:

"ეს არის გზავნილი, რომლის შესრულებაც ხდება ძალიან უნიჭოდ, ძალიან ხელოვნურია ეს და არავის არ სჯერა იმისი, რომ ხელისმომწერმა დეპუტატებმა ახლა გააცნობიერეს, თურმე რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ამ ახალ სისტემაზე გადასვლა. ხელისმომწერი დეპუტატები რომ მათ მიერვე ინიცირებულ კანონზე ახლა სვამენ კითხვებს ეს მათივე მანდატს შეურაცხყოფს და სახიფათოა ასე მოქცევა. ცეცხლთან თამაშს ჰგავს და ასე მოქცევა ხალხთან არასოდეს არავის არ გასვლია,"- განაცხადა ეკა ბესელიამ

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები