10 დეკემბერი 2019,   09:30
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია 

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია. ქალა ტვინის ტრავმითა და სხეულის დაჟეჟილობით ის რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება.

ავარია თბილისში გუშინ, დღის ბოლოს მოხდა. საბურთალოს სასაფლაოს მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 

დღის ამბები