10 დეკემბერი 2019,   00:25
ვრცლად
ვარკეთილში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ

ვარკეთილში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში, "ანას ბაღის" მიმდებარედ გვიან ღამით შეიკრიბნენ. მოსახლეობა ითხოვს, რომ თბილისის მერიამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და სამშენებლო კომპანიას ალტერნატივის სახით სხვა ტერიტორია შესთავაზოს.

ადგილობრივები დაშლას მანამდე არ აპირებენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. თბილისის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კანონიერად ხდება და მშენებლობის დაწყება გათვალისწინებულია არა სკვერში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღის ამბები