25 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
საფრანგეთის ელჩი საოკუპაცო ხაზთან - ერიკ ჰოეგი მისიაში საფრანგეთის ჩართვას მიესალმება

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი საფრანგეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება. ერიკ ჰოეგი მისიაში საფრანგეთის ჩართვას მიესალმება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. მანამდე, საფრანგეთის ელჩი საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და ევროკავშირის მისიასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საფრანგეთის ელჩი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეუერთდა. ვაფასებ მის გამამხნევებელ სიტყვებსა და მხარდაჭერას ჩვენი მუშაობის მიმართ,"- წერს ერიკ ჰოეგი

საფრანგეთის ელჩი საოკუპაცო ხაზთან გუშინ ჩავიდა.

დღის ამბები