20 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
როდესაც მეძახიან გოშიას, მაღიზიანებს ძალიან ... ვისარგებლებ თავისუფალი მანდატით - კობა ლურსმანაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრი, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

ლურსმანაშვილის განმარტებით, მის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახდენს.

"ეს პროცესი ბულინგის ხასიათს იღებს, პირდაპირი მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, როდესაც მე მეძახიან ყოველ წუთს, რომ ვარ გოშია და ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკური ძალა თურმე გავლენას ახდენს ჩემზე და შემდეგ ეს გამოდის ისე, რომ იძულებით გარემოებებიდან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მაღიზიანებს ძალიან.

ასე რომ მე ვსარგებლობ თავისუფალი მანდატით, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებაში ვიქნები სრულიად თავისუფალი და ამ გადაწყვეტილებას გავაკეთებ დღეს პარლამეტნში კენჭისყრის შემთხვევაში," - განაცხადა კობა ლურსმანაშვილი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭირონ. მისი თქმით, დღეს, პარტიის თავმჯდომარესთან ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

დღის ამბები