25 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
განსხვავებული აზრის გამო შესაძლოა მანდატი დავტოვო - დაჩი ბერაია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დავუჭერ მხარს და შესაძლოა, განსხვავებული აზრის გამო მანდატი დავტოვო," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბერაიამ განმარტა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიზეზის გამო არ უჭერს მხარს. ბერაიამ მიზეზებად პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები და საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

დღის ამბები