07 დეკემბერი 2019,   18:28
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

არველაძის განმარტებით, ის მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

"ბატონი ბიძინა, ისევე როგორც სხვა დეპუტატები ჩემი ჩათვლით, პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ პროპორციულს უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინც ჩათვლის, რომ ამით მისი უფლებები შეილახა და ამ გუნდში არ უნდა, დატოვებს მანდატს,"- განაცხადა რევაზ არველაძემ.

დღის ამბები