25 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებას შევპირდით - დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც საზოგადოებას დაპირდნენ.

ცქიტიშვილმა ეს განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩემი აზრით, პარლამენტი, რა თქმა უნდა, შედგება ინდივიდებისგან, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური პარტია იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში დავრჩებით, რომელიც ავიღეთ საზოგადოების წინაშე და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც შევპირდით საზოგადოებას" - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დეპუტატებმა, დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ იმსჯელეს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა უმრავლესობის იმ წევრების გარიცხვაზე, რომლებიც ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან.  

დღის ამბები