18 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ვემზადებით ჩასაგდებად, დათვლა მოხდება პარლამენტში - ხუნდაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პოზიციას არც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იცვლის და აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ხუნდაძის თქმით, იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელიც ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, გაცილებით მეტია და ეს შედეგი პარლამენტში გამოჩნდება.

ხუნდაძეს აღარ დაუკონკრეტებია, ტოვებს თუ არა უმრავლესობას საკითხის მიმართ  აზრთა სხვადასხვაობის გამო:

"მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ.  მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე ბევრი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები