07 დეკემბერი 2019,   10:00
ვრცლად
ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ - ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ კანონპროექტის მიღებას პრობლემა შეექმნას, რადგან მომხრეების რაოდენობას ოპოზიციის ხმებიც ემატება.

როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ განაცხადა, მისთვის რთული იქნება განცდა, რომ თანაგუნდელები ოპოზიციით უნდა ჩანაცვლდნენ:

"სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ, როგორც ვითარება უჩვენებს საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის, ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ კენჭისყრის დროს, რაღაცა ფორმით უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.

დღის ამბები