19 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
იმედია მოეგება გონს ხელისუფლება და დაიწყებს ჩემოდნების ჩალაგებას - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სისტემაზე გადასვლის კონცეფციის ჩაგდებას შეეცდება,  ის ქუჩაში რევოლუციას მიიღებს.

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ ხელისუფლების არასაარჩევნო და რევოლუციის გზით შეცვლა არ გახდეს საჭირო.

"როგორც კი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ჩააგდოს პარტიულ სისტემაზე გადასვლის კონცეფცია, ის მიიღებს რევოლუციას ქუჩაში. აი ეს იყო დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა და რა თქმა უნდა მე ვისურვებდი, რომ რევოლუციითა და არასაარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა ბოლივიისა და ვენესუელის სცენარები არ დაგვჭირვებოდეს და იმედია, მოეგება გონს ხელისუფლება, დაიწყებს ჩემოდნების ჩალაგებას," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

დღის ამბები