19 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
"ვითმენთ შეურაცხყოფებს, რომ არავის მიეცეს მიზეზი ისრები ოპოზიციისკენ გადმოიტანოს" - ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია არ მისცემს საშუალებას უმრავლესობას, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდება ოპონენტებს დააბრალოს:

"ხედავთ, რომ 2 დღის განმავლობაში, ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ვითმენთ შეურაცხყოფებს, აბსოლუტურად მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს და ეს ხდება ერთადერთი მიზეზით, არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე გადასვლის. ამიტომ კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის მიეცეს მიზეზი ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და განსაცდელის წინაშე და თუ რამე შექმნის არასტაბილურობას ამ ქვეყანაში, შექმნის პროპორციული სისტემის ჩაგდება და ამაზე პასუხისმგებელი იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები