19 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ავტოავარიას ქარელში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

16 წლის გიორგი გოგინაშვილი ემსხვერპლა ავტოავარიას ქარელში. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა. 

"კურიერის" ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. 

ოჯახი ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილები არიან, გოგინაშვილები ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე ცხოვრობენ.

მომხდარზე აღძრულია საქმე. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები